წვიმიანი ამინდი იმერეთში რამდენიმე დღე გაგრძელდება
Kutaisipost
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი
ამინდებთან ერთად, იმერეთში ჰაერის ტემპერატურა 24-დან 26 გრადუსამდე
დაიკლებს.
,,წვიმიანი ამინდი იმერეთში 23 აგვისტომდე
შენარჩუნდება. მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 25 აგვისტოდან კი მკვეთრი
მატებაა 32 გრადუსამდე. იმერეთის ზოგ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი", – განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს,
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოდო
გვაზავა.
სინოპტიკოსები გამოდარებას 24 აგვისტოდან
ელოდებიან. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება 25-დან 28
გრადუსამდე. უნალექო ამინდები 24-დან 27 აგვისტოს ჩათვლით
შენარჩუნდება.
http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18263-21-23-agvistos-imerethshi-dzlier-tsvimaa-mosalodenli