თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავეს
Tbilisi Daily
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ ბრალდებულ პირის, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით მოთხოვა.
ბრალდებულის ოჯახის წევრი პროკურორის მოთხოვნას დათანხმდა და პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით მთლიანობაში 20 000 ლარი გამოართვა.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთანავე, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ მსგავსი ფაქტებისა და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის აღკვეთისა და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.
#პროკურატურა
#დაკავებულიპროკურორი
#ქრთამი
#tbilisidaily