ნეშვილში, ავტომობილის აფეთქების ადგილზე ადამიანის ნეშტი იპოვეს
Tbilisi Daily
აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ავტომობილის აფეთქების ადგილზე ადამიანის ნეშტი იპოვეს. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press-ი წერს.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე ავტომობილიდან ისმოდა გაფრთხილებები აფეთქების შესახებ და მოწოდებები ადამიანების ევაკუაციისკენ.
26 დეკემბერს დილით, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ აფეთქება წინასწარგანზრახული ქმედება იყო. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის გამოძიებას გამოძიების ფედერალური ბიუროც შეუერთდა.