მიცკევიჩზე დიპლომატების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტების აღმოაჩინეს საქმეზე გამოძიება დაიწყო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დიპლომატებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 11 ივნისს "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე - შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საბუთები დაკავშირებული იყო დიპლომატების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.
ბუღალტერმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ 2019 წლის საბუღალტრო დოკუმენტაციას სამსახურში აბრუნებდა, რა დროსაც მანქანა გაუფუჭდა და ყუთები დალუქულ მდგომარეობაში დატოვა. მისი თქმით, არ იცის, ვინ გახნა ყუთები. მანვე დაამატა, რომ შესაძლოა, ვინმემ პროვოკაცია მოაწყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31894767.html
Source: radiotavisupleba.ge