დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ ადგილობრივი დროით 7:25 საათზე [თბილისის დროით 9:25 საათი] ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათგან 40 საავადმყოფოში, 4 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.   რეზნიჩენკოს ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია. გარდა ამისა, შაბათს 14 იანვარს რუსეთმა შეტევები განახორციელა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32224046.html

Source: radiotavisupleba.ge