ბაჩუკი ქარდავა ბრალდებებს უარყოფს და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლის საბანკო რეკვიზიტებიც ხელფასის დარიცხვის მიზნით პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტში შევიდა, ბლოკი 'ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის' წევრი ბაჩუკი ქარდავაა. იმის შესახებ, რომ დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართა, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა.