რა ვნახოთ პარიზში ნაწილი I

0
მინდა პარიზში გატარებულ პირველ დღეზე მოგიყვეთ: ✏ გადავწვიტეთ ჯერ ტრიუმფალური თაღი გვენახა. მეტრო პირდაპირ მიგიყვანთ ამ ულამაზეს თაღთან. თუ ზევით ასვლას გადაწყვეტთ, 12€ დაგიჯდებათ. 18 წლამდე უფასოა. ✏ შემდეგ გავისეირნეთ პარიზის მთავარ ქუჩაზე Champs-Elysees-ზე. აქ ყველგან ძვირადღირებულ მაღაზიებსა და კაფეებს შეხვდებით. გზად ნახავთ ულამაზეს შენობებს. შეგიძლიათ ეიფელისკენ გაუყვეთ გზას, თუმცა ჩვენ ჯერ ლუვრს ვესტუმრეთ. ✏ ამ დღეს ლუვრში შესვლა უფასო იყო. დაიმახსოვრეთ: ლუვრში უფასოდ შეხვალთ ყოველი თვის პირველ შაბათს საღამოს 6-დან 9:45-მდე და ბასტილიის დღეს 14 ივლისს. თუ 26 წლამდე ხართ თქვენ ასევე უფასოდ შეგიძლიათ შეხვიდეთ ყოველ პარასკევს 18:00-დან 21:45-მდე. სამშაბათობით ლუვრი არ მუშაობს. მუზეუმი უზარმაზარია. შეიძლება დაიკარგოთ იმხელაა. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ პრიორიტეტები რისი ნახვა გინდათ. შესასვლელში აუცილებლად აიღეთ რუკა. ჩათვალეთ ნახევარ დღეს იქ გაატარებთ. ჩვენ გაგვიმართლა და რიგში დგომა არ მოგვიწია, თუმცა ზოგადად ძალიან დიდი რიგებია. ლუვრთან ახლოს არის ლამაზი ბაღი - The Tuileries Garden , სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ და ცოტა დაისვენოთ. ________ Usuful info about Paris: ✏ Arc de Triomphe - Adult admission is 12 Euros with under 18s free (2019 prices). Admission is also free for 18-25 years old if you are a citizen of one the countries of the EU or are a non-European permanent residents of France. ✏ Louvre: Every Friday from 6 p.m. to 9:45 p.m., admission to the museum is free for visitors under the age of 26 regardless of country of residence. Admission is free for all visitors on the first Saturday of each month from 6 p.m. to 9:45 p.m. and on Bastille Day (14 July).
#არქიტექტურა
#ბლოგერი
#პარიზი
#მოგზაურობა
0