აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტების ციფრი კვლავ გაიზარდა

Batumi Daily

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 196 კორონავირუსის შემთხვევიდან 128 აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-მდე PCR ტესტი. დღეის მონაცემებით აჭარაში სულ 961 დადასტურებული შემთხვევა არის დაფიქსირებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში