5 ონლაინ-გალერეა, სადაც შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი ნახატები

0
21-ე საუკუნეში აღარავის უკვირს საქონლის ინტერნეტში გაყიდვა, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აქ შესაძლებელი გახდა ნებისმიერი რამის ყიდვა-გაყიდვა რა ხელოვნების ნიმუშებიც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ეს არის მუდამ მზარდი სავაჭრო სივრცე, რომელსაც გვერდს არ უვლის არც მყიდველი და არც გამყიდველი. ნახატის გაყიდვა იწყება ამისათვის ყველაზე შესაფერისი პლატფორმის ძიებით. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი სპეციფიკა, მეთოდოლოგია და აუდიტორია. როგორ უნდა იპოვოთ თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ონლაინ-პლატფორმა ? ამისათვის ჩაატარეთ პატარა გამოძიება. რა თქმა უნდა, რამოდენიმე პლატფორმასთან თანამშრომლობაც შესაძლებელია, მაგრამ, ეს ჭკუით უნდა გააკეთოთ და არ დაგავიწყდეთ მუდამ მოინიშნოთ რომელ პლატფორმაზე, სად და რა ფასად გაყიდეთ ნახატი. ჩვენ კი შევადგინეთ თანამედროვე ხელოვნების ტოპ 5 გალერეა, რომელთა კურატორებმა და ექსპერტებმა კარგად იციან, როგორ უნდა გაყიდონ ნახატი. Saatchi Art - მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ონლაინ-გალერეა, რომელსაც უზარმაზარი ნიმუშების კოლექცია გააჩნია. იგი ინტერნეტის შექმნამდე, 1985 წელს, ლონდონში, ჩარლზ საათჩიმ დააარსწა. ამჟამად, გალერეასთან, დაახლოებით 65000 ხელოვანი თანამშრომლობს. ისინი არა მხოლოდ ყიდიან, არამედ აქტიურად მართავენ სხვადასხვა გამოფენებს მათთვის. თითოეულ ხელოვანს აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი გვერდი და განათავსოს დაახლოებით 20 ნახატი. Artspace - ეს საიტი დააინტერესებს არა მხოლოდ ხელოვანებსა და კოლექცნიონერებს, არამედ უბრალოდ contemporary art-ის მოყვარულთაც. საიტზე განთავსებულია საკმაოდ საინტერესო და შინაარსობრივი სტატიები, რომლებიც ბევრს გვაცნობენ ხელოვნების შესახებ. ამ რესურსზე წარმოდგენილია საკმაოდ ბევრი მიმართულება. Artfinder - გალერეა ლონდონში, 2017 წელს შეიქმნა. აქ შესაძლებელია ყველაფერი იპოვოთ, ფერწერითა და ქანდაჯებით დაწყებული, ციფრულ კოლაჟებამდე, ფასებიც საკმაოდ დემოკრატიული ნიშნულიდან, 25$-დან იწყება. ამ გალერეას აქვს საინტერესო საიტი, სადაც აქცენტი ხელოვანი ადამიანების მოზიდვაზე კეთდება. Atsy- საკმაოდ დიდი გალერეაა, რომელსაც თამამად შეგვიძლია თანამედროვე ხელოვნების ენციკლოპედია ვუწოდოთ. მათი მთავარი ამოცანაა გაყიდონ პოპულარული ხელოვნების ნიმუშები, მაგალითად, პაბლო პიკასო, ენდი უორჰოლი და ა.შ. იგი საკმაოდ სპეციფიკურად თანამშრომლობს ხელოვანთან, გალერეა კონკრეტული არტ-ობიექტის გაყიდვიდან იღებს თანხას, თუმცა ამისათვის, ხელოვანმა აბონიმენტი უნდა იყიდოს. Jose Art Gallery - ონლაინ გალერეა, რომელიც ხელოვან ადამიანებს სთავაზობს საკუთარ პლატფორმაზე შექმნან საკუთარი ონლაინ-გალერეა და გარდა საკუთარი ქმნილებებისა, აქვთ შესაძლებლობა განათავსონ თემატური სტატიები, მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი გამოფენებისა და სხვა ივენთების შესახებ. აქ რეგისტრაცია უფასოა, ხოლო ხელოვანთა პოპულარიზაციას კურირებენ ცნობილი ექსპერტები. რესურსი ხელმისაწვდომია ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე.
0