გიგი უგულავა: „ევროპული საქართველო" არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ჩართვაში თქვა, რომ ხალხი არ მიიღებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. „ეს არჩევნები „ჩეკივით" არის გამოწერილი", - აღნიშნავს ის. პოლიტიკოსმა ილაპარაკა, რას მოიმოქმედებს მისი პარტია. „ევროპული საქართველო არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას. ეს შემიძლია, გითხრათ ცალსახად. თუ ვინმე ყოყმანობს, ეს ლეგიტიმურია, მესმის ადამიანების, არ ვაპირებ მათ დამუნათებას, მაგრამ ვინც მერყეობს მათ სიმტკიცეს შემატებს, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება", - ამბობს გიგი უგულავა. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ევროპულმა საქართველომ" მიიღო ხმების 3.77%.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30924246.html #ახალი_ამბები #twitter