რუსეთის პატრიარქმა ეკლესიებს მოუწოდა არ შეიძინონ "განზე დამზადებული" სანთლები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, მოსკოვის ეპარქიაში გამართულ თავის ყოველწლიურ შეხვედრაზე, მოუწოდა სასულიერო პირებსა და დედაქალაქის ეკლესიათა წინამძღვრებს, რომ არ შიძინონ საეკლესიო საჭიროებისათვის „განზე დამზადებული სანთლები“. პატრიარქის თქმით, ასეთია ნებისმიერ სანთელი, რომელიც არ არის დამზადებული საეკლესიო ფაბრიკა „სოფრინოში“. „მოგიწოდებთ, ძმებო, უარი თქვათ მათ შეძენაზე“, - თქვა კირილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „სოფრინო“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვენლოვანი წყაროა.“ სანთლების გარდა, მოსკოვის ოლქში მდებარე ფაბრიკა აწარმოებს სხვადასხვა საეკლესიო საგნებს, მაგრამ გასულ წელს „საფრინომ“ განიცადა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდული, 99 მილიონი რუბლის, ზარალი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31017795.html #ახალი_ამბები #twitter