მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული სამხედრო ვითარება ა.წ. 2 ნოემბრის მოცემულობით:

Interworld

- რუსულმა მხარემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად რუსი მესაზღვრეები დაიღუპნენ; - სომხურმა მხარემ ქალაქ სტეფანაკერტის სიახლოვეს აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო; - აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მათ სომხური SU-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს, რომელიც ზანგილანის ტერიტორიაზე ახორციელებდა შეტევას; - სომხურმა არტილერიამ გაზახის, თოვუზისა და დაშქესანის ტერიტორიები დაბომბა; - სომხურმა არტილერიამ აგდამისა და აღჯაბედის ტერიტორიები დაბომბა; - აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა სომხების კუთვნილი 4 ერთეული BM-21 “GRAD”-ის, 10 ერთეული ჰაუბიცის, საბრძოლო მასალით დატვირთული 3 ერთეული სატვირთო მანქანის და 5 ერთეული სატრანსპორტო-სამხედრო მანქანის განადგურება შეძლეს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld