თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად დარგო.