საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 113

Pirveliradio Ge

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.