გელა ბეჟუაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

Tbilisi Daily

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის უკვე პროკურატურაშია გელა ბეჟუაშვილი 2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2005-2008 წლებში იკავებდა. დაახლოებით ამ პერიოდს ეხება გამოძიებაც. 30 ნოემბერს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს.