ბოლო ერთ წელში ფასები 13,3%-ით გაიზარდა - მაისის თვის მაჩვენებელი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
2022 წლის მაისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფასები 13,3 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ფასები 1,1 პროცენტით არის გაზრდილი.
ბოლო ერთ წელში ფასები გაიზარდა:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების - 22%-ით;
ტრანსპორტის - 20%-ით;
საცხოვრებელს, წყალის, ელ.ენერგიისა, აირის - 16,1-ით.
საქსტატს მონაცემებით, 2021 წლის მარტის შემდეგ ქვეყანაში საშუალო ინფლაციის დონე მუდმივად მზარდია. თუკი, გასული წლის მარტში საშუალო ინფლაციის დონე 4,8 პროცენტი იყო, ახლა 12,7 პროცენტს მიუახლოვდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31881532.html
Source: radiotavisupleba.ge