მრევლს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან - კალაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140386 მრევლს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“ ეთერში განაცხადა. „ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და მრევლს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. ეკლესია, თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ძნელბედობის ჟამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. და მე დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა კალაძემ.