ალექსეი ნავალნის პატიმრობა შეეფარდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს. ნავალნი გერმანიიდან რუსეთში გუშინ დაბრუნდა, ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.