აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 22 თებერვალი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid-19 სულ 35 419 მოქალაქემ დაამარცხა.
21 თებერვალს კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 194 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება8 პირი.
207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 - თბილისში, 77 - აჭარაში.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 94.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 767 პირი, აჭარაში - 515.