ელექტროავტობუსში თერმოსკრინინგის აპარატი დამონტაჟდა
Batumi Daily
ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა, რომელიც, 1 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში დავამონტაჟეთ თერმოსკრინინგის აპარატები, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება მგზავრთა ტემპერატურა. სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს დანარჩენ ავტობუსებშიც." - აცხადებენ მერიაში. ამ დროისთვის, ქალაქ ბათუმის ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერებიც.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები გატარდა.
თერმოსკრინინგის ჩატარების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ყოველ გაჩერებაზე ავტომატურ რეჟიმში მოხდება. შედეგის გაგება კი, შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი საშუალებით.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში