არავინ არ ჰკითხავს ევროკავშირის ფინანსებს ბატონ კუბილიუსს - გია ჟორჟოლიანი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143465
ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების წევრი, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ევროპარლმენტარ, ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დაფინანსების გამოყოფას "არავინ არ ჰკითხავს". ამის შესახებ ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2" -თან საუბრისას განახცადა.
"ეს შანტაჟისმაგვარი წერილი საერთოდ არ არის ყურადღების ღირსიც კი. არავინ არ ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს. არ მინდა მეტი ვილაპარაკო... ვთქვი, რომ ეს არის არაკომპეტენტური განცხადებაა და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან" - განაცხადა ჟორჟოლიანმა.