ბათუმელი ლიზი ქონიაძე ჭადრაკში საქართველოს ვიცე ჩემპიონია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში 14 წლამდე გოგონათა შორის ვიცე ჩემპიონი ბათუმელი ლიზი ქონიაძე გახდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა და მოჭადრაკემ 9 დან 6.5 ქულა დააგროვა. მისი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვია. ასევე წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში აჭარის ნაკრების წევრებმა კესარია მგელაძემ და და ძმა ანი და ანრი ყალიჩავებმა.