მინსკში დააპატიმრეს უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ კოორდინატორი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მინსკში 17 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს ბელარუსში მოქმედი უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ კოორდინატორი, მარია რაბკოვა, რომლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაკავება განახორციელეს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა. ოპერატიულმა ჯგუფმა უკვე ჩაატარეს ჩხრეკა რაბკოვას ბინაში, საიდანაც ამოიღეს ფული, ტექნიკა და პირადი ნივთები. ხუთშაბათ ღამეს დააკავეს უფლებათდამცველის ქმარი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. თავისი საქმიანობის ფარგლებში მარია რაბკოვა „ვიესნას“ სხვა მოხალისეებთან ერთად აკვიდრებოდა სამშვიდობო შეკრებებს, აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში „დამოუკიდებელი უფლებათდამცველები დამოუკიდებელი არჩევნებისათვის“ და ასევე აგროვებდა აქციის მონაწილეთა წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის დამადასტურებელ ფაქტებს. ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. მასობრივი მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი. კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30845563.html #ახალი_ამბები #twitter