კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ქუთაისში - რამდენი პაციენტი რჩება კლინიკაში ?

Kutaisi Daily

დღეს ქუთაისის ინფექციუირ საავადმყოფოდან კიდევ ერთი პაციენტი გაწერეს. მის ბიოლოგიურ ნიმუშზე ჩატარებულმა ტესტმა covid19-ზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 7 პაციენტი აგრძელებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მათი ექიმები აღნიშნავენ, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმხლები დაავადებების გამო მძიმეა. ქუთაისში კორონავირუსი სულ 44-მა პაციენტმა დაამარცხა. kutaisidaily კორონავირუსი