საქართველოს ციხეებში კორონავირუსი ჯამში 113 პატიმარს დაუდასტურდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ციხეებში კორონავირუსი ჯამში 113 პატიმარს დაუდასტურდა. ინფორმაცია მედიას იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო ტესტირება გლდანის #8 და ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა:
გლდანის #8 დაწესებულებაში ჩატარდა 2 422 ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს გამოვლინდა სიმპტომები და გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, დანარჩენები არიან უსიმპტომოები;
ქსნის #15-ე დაწესებულებაში 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40, იყო ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. 40-ვე პაციენტი უსიმპტომოა.
"როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს. თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, მყისიერად ისინი გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსზე ტესტირება სულ 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა. ანალიზი 6 654 პირს ჩაუტარდა. ყველა შემთხვევაში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31069405.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები