„ხულიშ ლეჭკერე“ - მივიწყებული რეცეპტი

Zugdidi Daily

მეგრული სამზარეულო რამდენად მრავალფეროვანია, ალბათ, ყველამ იცით. თუმცა კერძები, რომელსაც ძველად ჩვენი ბებია-ბაბუები ამზადებდნენ - დღეს მივიწყებულია. ერთ-ერთი ასეთი კერძია „ხულიშ ლეჭკერე“ - რომელიც კეჟერა ფხალის მწნილისგან მზადდება. საჭირო მასალა: კეჟერა ფხალის მწნილი - 400 გრამი ნიგოზი - 150 გრამი ქინძი ერთი კონა ერთი ცალი პატარა ზომის ხახვი მარილი გემოვნებით მომზადების წესი: დავჭრათ კეჭერა ფხალის მწნილი პატარ-პატარა ნაჭრებად, დავამატოთ დანაყული ან დაფქვილი ნიგოზი, ასევე დაჭრილი ხახვი და ქინძი. მოავაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგად მოვურიოთ. გეტყვით, რომ „ლეჭკერე“ განსაკუთრებით გემრიელია ამოლესილ ლობიოსთან და ღომთან ერთად. დღეე მას ნაკლებას ამზადებენ, მიუხედავად იმისა, რომ უგემრიელესია. გააცოცხლეთ ძველი მეგრული გემო - გემიელად მიიერთვით! _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #მივიწყებულიკერძი #სამეგრელო #კულინარია #ზუგდიდი #zugdididaily