ბათუმში, 21-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა, პოლიციამ ორი ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, 21-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერები, ასევე ''ქართული ოცნების'' აქტივისტები.
ისინი ყვებიან, რომ ერთ-ერთმა ქალმა მოქალაქისთვის ტელეფონის წართმევა სცადა, რომელიც უბანთან არსებულ სიტუაციას იღებდა.თავად ქალი კი ამბობს, რომ ინციდენტის დროს დაშავდა და ხელზე აქვს დაზიანება.
საარჩევნო უბნის მიმდებარედ ადამიანები კვლავ სამარშრუტო ტაქსებით მივიდნენ. სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ორი ადამიანი წაიყვანეს.