რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პრემიერ-მინისტრი განცხადებით, დასაქმებული, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა პირველი იანვრიდან 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებს.
გიორგი გახარიას თქმით, სამასი ლარით დაეხმარებიან, იმ მოქალაქეებს, რომელებიც სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო კი,მათი სამსახურები დროებით დაიკეტა.
''იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და ჩვენ გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებული. ძირითადად ეს შეზღუდვა არის 4 ან 5 კვირა. ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდაპირველი ტალღის დროს თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის სამასი ლარი.
ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა, იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი მუშაობენ. ამ სამასლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთვალდებულებას, რომ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, ჩვენ მიზნობრივად ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს მიზნობრივად დავეხმარებით. სახელმწიფო სესხის გადავადებაშიდაეხმარება.
300 ლარიანი დახმარებით, ვირველი ტალღის დროს ისარგებლა 250 000 ადამინმა, ამჯერად იქედან გამომდინარე რომ სფერო დავიწროებულია, ვფიქრობ რომ ამის ნახევარი, დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი იქნება.
საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება. ამიტომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება დაფარული.
გარდა ამისა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დახმარება, პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, ეს გახლავთ ადამიანებისთვის, რომლებმაცდაკარგეს სამსახური 1200 ლარიანი დახმარება. ეს პროგრამა იანვრიდან ისევ გაგრძელდება დამატებით კიდევ 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური მიმართავს სახელმწიფოს და მიიღებს დახმარებას, ყოველთვიურად 200 ლარს'' - განაცხადა პრემიერმა.