ბაია პატარაია: ირაკლი კობახიძის ინიციატივა არის ძალიან კარგი!
Tbilisi Daily
ამ წუთში ირაკლი კობახიძე საუბრობს "ქართული ოცნების" ინიციატივაზე კვოტების შესახებ, რომელიც გულისხმობს პროპორციულში ყოველ მეოთხე ქალი კანდიდატის წარდგენის სავალდებულოობას, ხოლო ყოველ მესამეზე ფინანსურ წახალისებას, ხოლო ადგილობრივ პროპორციულში ყოველ მეორეს. დროთა განმავლობაში ყოველი მესამეც სავალდებულო გახდებაო.
ეს არის საკმაოდ საინტერესო წინადადება, რომელიც პროგრესულია თავისი არსით. იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს კარგ კანონს და არ მივიღებთ ისეთ კვოტებს, რომელიც ვერაფერს შეცვლის, იმდენად დაბალი იქნება. ჩვენ მხოლოდ ისეთი კვოტა გვჭირდება, რომელიც რეალურ ცვლილებას მოიტანს ქართულ პოლიტიკაში.
იმედი მაქვს სხვა პარტიებიც დაუჭერენ მხარს.
დამატება: ენმ-მა მხარს დავუჭერთო ამ კანონპროექტს და სულ რომც ჩავარდეს, ჩვენი პარტია 30% კვოტით მიიღებს ყველა არჩევნებში მონაწილეობასო! Yes!
ევროპული საქართველო წინააღმდეგია, არ მიკვირს. სულ რომ სხვაგვარად ფიქრობდნენ პარტიის წევრები, გიგა ბოკერიას პოზიცია მაინც გადაწონის ხოლმე ყველა სხვის ხმას და აზრს.
ბესელიამ უკეთესი კვოტების კანონპროექტს დავაინიცირებ მეო.
ბურჯანაძე ამ თემაშიც ყველაზე მაჩანჩალაა. აი, არავინ რო აღარ საუბრობს, ისეთი სიბანძეები დადო, მგონი ბოლო 5 წელია არც კი იცის, რა დისკუსიები მიმდინარეობს ამ თემაზე საქართველოში, ამაშიც რუსების ორბიტაზეა.
We Can Do It!
მეტიქალიპოლიტიკაში - წერს ბაია პატარაია facebook-ზე.