დროთა დიალოგი: სოხუმში გამოფენა გაიხსნა

Sokhumi Daily

სოხუმში ყოველწლიურად, ძირითადად ივლისის პირველ შაბათს, აღნიშნავენ ქალაქის დღეს. წელს, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა გამოფენა “სოხუმი. დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა.” გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი და ახალგაზრდა აფხაზი მხატვრების ნამუშევრები. ნახატები ძირითადად ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, პეიზაჟებს, ომამდელ და ომის შემდგომი სოხუმის კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებს ასახავდა. საერთო ჯამში, გამოფენის გახსნისთვის შეირჩა 50 ნამუშევარი, გახსნის დღეს გაჟღერდა ოსიპ მანდელშტამის, კონსტანტინ პაუსტოვსკის და ანტონ ჩეხოვის ციტატები აფხაზეთში მოგზაურობის მემუარებიდან. "ექსპოზიცია ემყარება დიალოგს აფხაზი მხატვრების, ჩვენი თანამედროვეების და მათ შორის, ვინც მე -20 საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა, ისევე როგორც რუსი მწერლები, რომლებიც ჩავიდნენ აფხაზეთში და წერდნენ ამის შესახებ. ომამდელი და ომის შემდგომი პერიოდის თემა აბსოლუტურად ვიწრო ხაზით გადის.” - თქვა გამოფენის კურატორმა ელვირა არსალიამ. გამოფენის გახსნას სოხუმის დღეს, ესწრებოდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია. "ძალიან სასიამოვნოა ჩვენი ქალაქის ისტორიის ნახვა, რომელიც ტილოზე გადაიტანეს. მსურს მადლობა გადავუხადო იმ მხატვრებს, რომლებმაც გვიჩვენეს ჩვენი ქალაქი ძველი და ახალი სტილით. იმედი მაქვს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა შეინარჩუნებს ამ ლამაზ სტილს."-თქვა მან. დამთვალიერებლებიც ასევე აღფრთოვანებულნი იყვნენ გამოფენით. სოხუმის მკვიდრმა, ლაურა ტარნავამ თქვა, რომ გამოფენის მონახულება კიდევ უფრო სასიამოვნოა, რამოდინიმე თვიანი კულტურული "კარანტინის" შემდეგ, როდესაც დაიხურა ყველა თეატრი და საგამოფენო ადგილი. ”ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვედით აქ და გადავხედეთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს, ნამუშევრებს. ძალიან სასიამოვნოა თავად მხატვრების ხილვაც,” - დასძინა მან. გამოფენა ღია იქნება ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში 28 ივლისამდე. #სოხუმი #პოლიტიკა #აფხაზეთი #sokhumidaily