საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებით თუ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლები და ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს სამეგრელო.
უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და ციხესიმაგრეები საოცარ ისტორიებსა თუ მითებს გვიამბობენ და ზღვარი ქრება კიდეც ლეგენდასა და რეალობას შორის. ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით. კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის.
სამეგრელოში მდებარეობს ენდემური სახეობებით მდიდარი კოლხეთის ეროვნული ნაკრძალიც.
შეუძლებელია არ გაგაოცოთ მრავალტონიანმა ლოდმა, რომელსაც ქუაქანცალიას ეძახიან, რადგან ხელის მცირე შეხებაზეც კი ირწევა. როგორც ხედავთ, ამ მხარეში სხვადასხვა გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვნოს თავისი პატარა სამოთხე.
ბუნება
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)
პატარა ტობა (ოხოჯეს ტობა)
დიდღალიშ ტობა
კალალიშ ტობა
წაქაწყარიშ ტობა
ქუაქანცალია
კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი
კაცობურის აღკვეთილი
ინწრას ჩანჩქერი
ონიორეს ჩანჩქერი
ტობის ჩანჩქერები და მღვიმეები
შურუბუმუს მღვიმე
ზესნახეს მღვიმე
პალიასტომის ტბა
მარტვილის კანიონი
კულტურული ძეგლები
ნოქალაქევი
დადიანების სასახლე
დადიანების რეზიდენცია სალხინოში
მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
ცაიშის საკათედრო ტაძარი
კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი
ხობის მონასტერი
სქურის ეკლესია
აბედათის ციხესიმაგრე და ეკლესია
რუხის ციხე
ეკის მონასტერი
შხეფის ციხე
ოცინდალეს კომპლექსი
ნოჯიხევის რვააფსიდიანი ეკლესია
კურორტები
ანაკლია
სქური
მენჯი
ლებარდე
მუხური - ლუგელა
მალთაყვა
ცაიში
ჭკადუაში
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: Georgiantravelguide
#იმოგზქურე
#სამეგრელო
#ინწირა
#სქური
#ჯგალი
#წალენჯიხა
#ფოთი
#ჩხოროწყუ
#მარტვილი
#სენაკი
#ტობავარჩხილი
#ქუაქანცალია