შეუქმნის თუ არა პირბადე აბიტურიენტებს ჯანმრთელობის პრობლემას

0
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრულ წე­სებ­ში, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას ეხე­ბა, შე­დის რე­გუ­ლა­ცია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მუდ­მი­ვად უნდა ეკე­თოთ პირ­ბა­დე, რო­გორც რე­გის­ტრა­ცი­ის დროს, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. პირ­ბა­დეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მა­გა­ლი­თად, სი­ახ­ლეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არაჰუ­მა­ნუ­რად შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბამ ნიღ­ბებ­ში შე­საძ­ლოა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ხელი შე­უ­შა­ლოს ან გო­ნე­ბის და­კარ­გვაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის, ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მიერ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ხდე­ბა. "პა­ცი­ენ­ტებს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მი არ ჰქონ­დეთ, მაგ­რამ გა­დამ­დე­ბე­ბი იყ­ვნენ, მით უმე­ტეს, როცა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­ზეა სა­უ­ბა­რი, იქ გა­კონ­ტრო­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ასე­ვე, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბაც მოხ­დეს. ანუ, რის­კე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. სტრე­სულ გა­რე­მო­ში, და­მა­ტე­ბით პირ­ბა­დით წერა აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის დის­კომ­ფორ­ტია, ამა­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი არაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში, სა­დაც ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა, იზ­რდე­ბა რის­კი, რომ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მოხ­დეს. აქ სწო­რედ რის­კებ­ზეა სა­უ­ბა­რი, სწო­რედ ამის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით იქნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამი­ტომ, აქ რის­კი და სარ­გე­ბე­ლი უნდა იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი. გა­მოც­დის დროს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ისე­თი დის­კომ­ფორ­ტი არაა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს. არა მგო­ნია, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი.... ეს თე­ო­რი­უ­ლი მსჯე­ლო­ბაა, რად­გან პრაქ­ტი­კა­ში არ ვი­ცით, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ასე. მა­გა­ლი­თად, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა პირ­ბა­დით. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­მეც­ნი­ე­რო სა­უ­ბა­რი ცოტა რთუ­ლია, ეს მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბია", - აღ­ნიშ­ნავს გო­გი­ნა­ვა. ის ასე­ვე სა­უბ­რობს იმ ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც პირ­ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შემ­ცირ­დე­ბო­და. "ჩემი აზ­რით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, გან­ლა­გე­ბა ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბით მომ­ხდა­რი­ყო და სტუ­დენ­ტებს შო­რის ისე­თი და­შო­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ვთქვათ, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ ამა­ზე ჯან­დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ვერ მო­ხერ­ხდა. რა თქმა უნდა, პირ­ბა­დის გა­რე­შე რომ წე­რონ სტუ­დენ­ტებ­მა გა­მოც­და, ეს უკე­თე­სია, ოღონდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს გო­გი­ნა­ვა. კლი­ნი­კა "ჰელ­სი­კო­ნის" ექი­მი-თე­რა­პევ­ტი, ელე­ნე ხურ­ცი­ძის მო­საზ­რე­ბით, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში, როცა კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა არ მოქ­მე­დებს, ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ერთი მხრივ, და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სი იქ­ნე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სი­თაც უფრო მეტ ზი­ანს მო­ი­ტანს, ვიდ­რე - და­დე­ბით შე­დე­გებს. "აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მიერ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ სივ­რცე­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბევრ გვერ­დით ეფექტთან... მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დე მარ­ტი­ვად დას­ველ­დე­ბა ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის შე­დე­გად. გა­აჩ­ნია, რო­გო­რი ხა­რის­ხის სო­ცი­ა­ლურ თუ თუნ­დაც, ქი­რურ­გი­ულ ნი­ღაბს გა­ი­კე­თებს ადა­მი­ა­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მი­ა­ყე­ნებს ზი­ანს ქი­რურ­გი­უ­ლი ნიღ­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გი აბი­ტუ­რი­ენტს. თუმ­ცა, დღეს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ზოგ მათ­გან­ში სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტებს, ან იმ­დე­ნად და­ბა­ლი ხა­რის­ხის და თხე­ლი ფე­ნის არის, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია არ გა­აჩ­ნია. ასე­თი ნიღ­ბის ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა. ამას გარ­და, 4 სა­ა­თი ნიღ­ბით ჯდო­მა ასეთ სივ­რცე­ში გა­მო­იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს, დას­ვე­ლე­ბის მა­ღალ შანსს... იმა­საც, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­სას­წო­რებ­ლად, გა­რე­დან უფრო ხში­რად შე­ე­ხე­ბა ნი­ღაბს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცხვი­რის მი­და­მოს­თან, რაც ინ­ფექ­ცი­ით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რია. გარ­და ამი­სა, ნიღ­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ არც იცის, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პირ­ბა­დეს ცხვირ­ზე არ იკე­თებს, ან ნი­ღაბს ისეთ ჯი­ბე­ში ინა­ხავს, სა­დაც ფუ­ლიც უდევს, ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ კი - ისევ იკე­თებს. ამი­ტომ, ასეთ გა­მო­ყე­ნე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს", - ამ­ბობს ექი­მი. ხურ­ცი­ძე პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლო შემ­ცი­რე­ბი­სა და გა­მოც­და­ზე გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნის ალ­ბა­თო­ბა­ზეც სა­უბ­რობს. "კვლე­ვა, რო­მელ­საც და­ვეყ­რდნო­ბით და ვი­ტყვით, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა რა პრო­ცენ­ტით მცირ­დე­ბა ან პირ­ბა­დე ნახ­ში­რორ­ჟან­გის დაგ­რო­ვე­ბას რა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით იწ­ვევს, ინ­ტერ­ნეტ­სა ან პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი თუ შეგ­ვიძ­ლია. ვა­რა­უ­დი ზუს­ტად ესაა, რომ იქ, სა­დაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა და ისე­დაც სტრე­სუ­ლი გა­რე­მოა, ნიღ­ბის ტა­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რია, და ნიღ­ბის გა­რე­შე ყოფ­ნას­თან შე­და­რე­ბით, შე­ამ­ცი­რებს ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას.
0