კალაძე, ბინის ჩუქება და ერის 7 სახის პოზიცია... შენ რომელს ემხრობი?

0
როგორც იცით, ქალაქ თბილისის მერმა - ოჯახს, რომელთა ფოტოებმაც მთელი გუშინდელი დღე ინტერნეტი მოიცვა, ბინა აჩუქა.
ამასთან დაკავშირებით, ხალხის პოზიცია ბევრ ნაწილად გაიყო: 1. ისინი თვლიან, რომ კალაძე ცდილობს საკუთარი cool და ძალაუფლების მქონე პერსონის პოზიციის ხაზგასმას და ეს ქმედება სიკეთეზე მეტად "პაკახუზობაა"✔ 2. ისინი ასევე ნეგატიურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ ერთი ოჯახის დაბინავება არაფერია, როცა გაღატაკებულ ქვეყანაში ამდენი უსახლკარო და მშიერი ადამიანია.🙏 3. მათ ძალიან მოსწონთ მერის ქმედევა და მის ფეისბუქს ქულის ემოჯებით და სიყვარულით აღსავსე კომენტარებით ავსებენ.❤ 4. ისინი ნეიტრალურობას ინარჩუნებენ, არც ქვეყნის აყვავებად თვლიან, მაგრამ მაინც დადებითად უყურებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ერთით ნაკლები უსახლკარო ოჯახია. 5. კმაყოფილნი არიან საკუთარი ქმედებით, რადგან მათ რომ ეს ფოტოები ინტერნეტით არ "ეფრიალებინათ", ალბათ არც ბინის გადაცემა მოხდებოდა
6. აგრძელებენ აგრესიულ შედარებებს და აზიარებენ ფოტოს, სადაც ამ მამა-შვილის ფოტოს გვერდით კალაძის ბედნიერი ოჯახის ფოტოა და არაეთიკურ, აგრესიულ კომენტარებს აკეთებენ. და რომელია შენი პოზიცია? დაწერეთ კომენტარში 🙌🌞
0