როგორ ვიმოძრაოთ პარიზში?

0
?? ამ პოსტში მოგიყვებით პარიზში გადაადგილების საშუალებებზე, რომელიც მე გამოვიყენე. იხილეთ რჩევები: ✏ , , ბოვეს" აეროპორტში თუ ჩადიხართ, ტაქსით წადით სასტუმრომდე (ქართველები არიან და იაფად წაგიყვანენ). ავტობუსსსა დ ტაქსს შორის დიდი განსხვავება ფასებში არ არის და ჩემოდნებით , , რახრახს" კი ჯობია ? წინასწარ შეუთანხმდით. იქიდანაც წამოგიყვანენ. თუ დაგჭირდათ, მომწერეთ და გირჩევთ მე ვინც წამიყვანა ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ✏ პარიზი საკმაოდ დიდი ქალაქია და მეტროთი სიარული ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. თან ცალკე სამყაროა, იმდენი სართულია მიწისქვეშ. ასევე ნახავთ ავტოპილოტით მოსიარულე მატარებლებს. ? ✏ აიღეთ ნავიგო, რომელიც ორშაბათიდან კვირამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ და მოქმედებს ყველა სახის ტრანსპორტზე (მათ შორის ვერსალის). ფოტო დაგჭირდებათ ნავიგოსთვის და აპარატებში 5 ევრო ღირს, ამიტომ აქედანვე წაიღეთ )). თუმცა თუ ვთქვათ პარასკევს იყიდეთ ერთ კვირიანი აზრი არ აქვს კვირას გაუვა ვადა. ამიტომ გააჩნია რომელი დღეები გიწევთ. ✏ ტაქსით მგზავრობა ორჯერ მომიწია არც ისე შორ მანძილზე. შესაბამისად ბევრი არ გადამიხდია. მრიცხველმა მგონი 15 ევრომდე დაწერა. ✏ ქალაქის ცენტრში ღია , , მოტოები" დადის, სადაც 15 ევროდ 3 ადამიანი შეძლებთ ქუჩებში გასეირნებას და თან მუსიკას მოუსმენთ. შემდეგ პოსტში პარიზის ღირსშესანიშნაობებზე მოგიყვებით და რამდენიმე , , ხერხს" გასწავლით ?
#paris
#travel
#რავნახოთპარიზში
#howtotravel
Paris
#რჩევებიმოგზაურობაზე
#რავნახოთ
#ბლოგი
#ტრანსპორტი
#საფრანგეთი
#პარიზი
#ბლოგერი
#რჩევები
#მოგზაურობა
0