ქორწილები და საპატარძლო კაბები პანდემიის პირობებში

0
ლეილა საგიტოვას ასამდე საპატარძლო კაბა თვეებია არავს ჩაუცვამს და ვიტრინებში ხელუხლებელი დევს. ადმინისტრაცია სალონს ყოველდღირად აღებს, დადგენილ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს და მომხმარებლების მოლოდინშია. ბიზნესი, რომელიც უმეტესწილად საქორწილო კაბების გაქირავებით ირჩენს თავს, ათასობით ზარალზე საუბრობს. ლეილა გვიყვება, რომ მუშაობის 15 წლიან გამოცდილებაში მსგავსი ზარალი არასდროს მიუღია. ახლა არ იცის ბანკიდან გამოტანილი ათასობით დოლარი როგორ გადაიხადოს. „ქორწილი გაჩერდა და ჩვენც გავჩერდით. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით, ყველას გაგვჭირდა, ბანკის ვალები გვაქვს. იქნებ, 100 კაციანი ქორწილი მაინც დაუშვან, ძალიან ცუდად აისახა ჩვენზე ეს ყველაფერი. მთელი ჩვენი შემოსავალ ამ კაბებშია გადახდილი. ეს კაბებიც ნელ-ნელა მოდიდან გადადის და ვალი ტვირთად გვაწევს ყველა სალონს. მე ოთხი თანამშროელი მყავს, ჩემსავით ხელცარიელები დარჩნენ. მე, მაგალითად, ბანკში 600 დოლარს ვიხდი ყოველთვიურად. სამი თვე შემიჩერეს გადასახადი, მაგრამ აწირას ვიზამ არ ვიცი. 32 000 დოლარი მაქვს ამ საქმისთვის აღებული და 15 000 დოლარი ჯერ არ გამისტუმრებია. ამ პერიდისთვის, რაც გაჩერებულები ვართ 50 00 ლარი ვიზარალე“ სალონების უმრავლესობა ფინანსურ ზარალზე საუბრობს. ამბობენ, რომ გარდა კაბებისა უამრავი თანხა მიდის აქსესუარებსა და ატრბუტებში, რომელიც საქორწილო კაბების მნიშვნელოვანი დეტალია. სამირა გარაჯაევა მარნეულის ერთ-ერთ სალონის წარმომადგენელია. ამბობს, რომ ახალი კაბები უცხოეთიდან კარანტინის პერიოდამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს და ეტიკეიც არავის მოუხსნია. მომხმარებლებს კი ყოველდღღიურად უიმედოდ ელის. „ გაიხსნა ჩვენი სალონები, მაგრამ ქორწლები რომ არ არის, ვერ ვმუშაობთ. ქორწილები თუ აკრძალული ჰქონდათ რას ვიხსნებოდით საერთოდ. ქირის ფული გვაქვს გადასახადი , მეპატრონეები გვეუბნებიან, რომ სალონი უკვე ღია გაქვთ და ფულიც უნდა გადაიხადოთო. ჯობდა არ გავხსნილიყავით. თითქმის ოთხი თვეა არ გვიმუშავია, დიდი ზარალია, თანამშრომლებს ხელფასები ვერ გადავუხადეთ. მე ვერც სახელმწიფოსგან ვიღებ დახმარებას, რადგან აზერბაიჯანის მქალაქე ვარ. თუმცა აზერბაიჯის მოქალაქეობა არ უშლიდა ხელს იმას, რომ გადამეხადა გადასახადები და საპენსიო ფონდშიც ჩავრთულიყავი. ასეთ კრიზისში მე დახმარებას არავინ მაძლეს“ მგავსი ვითარებაა მარნეულის სალონების უმრავლესობაში. ახლა ყველა ერთი მიზანი - დაკისრებული გადასახადების გადახდა და კრიზისიდან გამოსვლის იმედი აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აკრძალულია მასშტაბური ღონისძიებისთვის გამართვა, მათ შორის ქორწილი და დაბადების დღე. ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. წყარო : რადიო მარნეული
#მარნეული
#ქორწილი
#კაბები
#ზარალი
#marneulidaily
#ხელოვნება
#ახალიამბები
0