ქუთაისის რომელ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს სტალინი? - მოკლე ისტორია

0
ქუთაისში, გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "გუბერნიის ციხე" მე-19 საუკუნეში აშენდა. ციხეში სასჯელს აჯანყებულები ფირალები, ყაჩაღები და რევოლუციონერები იხდიდნენ. მათ შორის იყო იოსებ ჯუღაშვილი . ცნობილია, რომ მის დაკავებას ჟნადარმები დიდხანს ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერს აწყობდნენ. ის ხან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, ხან მეზღვაურის ფორმაში, ხან თათრულ სამოსში გახვეული დადიოდა. ხშირად იცვლიდა შეკრების ადგილს. კომიტეტის სხდომებს სასაფლაოზეც კი ატარებდა. ერთხელაც ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველომ შეტყობინებები დააგზავნა: „მას შემდეგ, რაც თბილისის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა ბათუმში თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მეექვსეკლასელი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი მოავლინა, ყველა ქარხანაში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები შეიქმნა – სასწრაფოდ გამოავლინეთ და დააკავეთ“. ამის მიუხედავად, სოსო განაგრძობდა არალეგალურ მოღვაწეობას. მისი დაკავება მაშინ შეძლეს, როცა არეულობის დროს სოსოს მეგობარი გერონტი კალანდაძე დაიჭრა. ჯუღაშვილმა ის სახლში მიიყვანა და მანამ არ მოშორდა, სანამ ექიმი არ მივიდა. ამასობაში სახლი უკვე ალყაშემორტყმული იყო. ქუთაისის ყოფილი გუბერნიის ციხის საკანი
7
დღემდე სტალინის საკნად ითვლება. მისი კარი ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. დაახლოებით, ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ობიექტს ეკონომიკის სამინისტრო ყიდის. სტალინი ციხე ისტორია
kutaisidaily
0