ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲨᲘ ᲥᲡᲝᲕᲘᲚᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲪᲜᲝᲑᲘᲚᲘ ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲔᲑᲘ

0
საქართველოს ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია, რომელმაც ისტორიული ქართული ქსოვილის წარმოება დაიწყო. ქართული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობამ, განაპირობა ის, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია მიიღო. ✨👇საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი TBC - თიბისი ისტორიულ ჭრილში, ისევე როგორც თანამედროვეობაში, სამოსის და ქსოვილების კულტურული ღირებულება შეუფასებელია. მოდა დროის მოცემული მომენტის ყოველდღიური ცხოვრებისა და ყოფის ანარეკლია. შესაბამისად, წარსულის ნებისმიერი პერიოდის ძირფესვიანად შესასწავლად მნიშვნელოვანია ვფლობდეთ ინფორმაციას ქსოვილის, მისი დამუშავებისა და შემდგომი გამოყენების შესახებ. ამისთვის მოდისა და ტექსტილის მუზეუმები საუკეთესო გზაა. მსოფლიოს გარშემო, ისეთ ცნობილ და დიდ ქალაქებში, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, კიოტო, ძალიან საინტერესო მუდმივ და დროებით გამოფენებს ვხვდებით. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, კოსტიუმების მუდმივ გამოფენას ანა ვინტურის სახელი დაერქვა. მასში კოსტიუმისა და აქსესუარების 35, 000 ნიმუშია გაერთიანებული, რომელიც 5 კონტინენტსა და 7 საუკუნეს წარმოადგენს. აქ შეძლებთ ნახოთ, როგორც 1884 წელს შექმნილი აბრეშუმის კაბა და 1747 წლით დათარიღებული საქორწინო სამოსი, აგრეთვე დიორის შექმნილი ლეგენდარული “New Look” და კაბა Viktor&Rolf – ის 2010 წლის ზაფხულის კოლექციიდან.
#მოდა #ქსოვილები #მუზეუმი #დიზაინი #უძველესიტრადიცია
0