INSTAGRAM-ის ლიმიტები (ნაწილი ll)

0
ვაგრძელებთ თემას ინსტაგრამის შეზღუდვებზე ✅LIKES როგორც follow / unfollow შემთხვევაში, შეზღუდვები ვრცელდება like / unlike მოწონებებზე. ახალი გვერდებისათვის ეს არის 300-მდე ქმედება დღეში და 25-მდე საათში. ახალი პროფილის მფლობელებისთვის უმჯობესია შეზღუდონ 25-50 საათში და 1200 მოწონება დღეში. ძველ პროფილზე დასაშვებია 900-მდე მოქმედება დღეში და 50-მდე ერთეული საათში. ✅Comments ახალი პროფილების შეზღუდვა არის 150 კომენტარი დღეში და 30 მდე საათში, ახალგაზრდა პროფილისთვის - 200 მდე დღეში და 40 მდე საათში. ძველ გვერდებზე (1 წლის ზევით ვადის) შეგიძლიათ დაამატოთ 250-300 კომენტარი დღეში და 50 მდე სააში. თქვენი კომენტარები განსხვავებული უნდა იყოს ერთმანეთისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სპამად ჩაითვლება. თუ თქვენი კომენტარები იქნება სარეკლამო ხასიათის მომხმარებლებს შეუძლიათ შეატყობინონ დეველოპერებს ამის შესახებ. ✅Mailing to Direct ეს არის ყველაზე რთული წერტილი, რადგან სწორედ ამის გამო ხდება ა ყველაზე ხშირად ბლოკირება. საუკეთესო ვარიანტია მისწეროთ მხოლოდ follower-ებს. ამ შემთხვევაში, ლიმიტი არის ღია დიალოგების რაოდენობა. თუ მასიურად უგზავნით შეტყობინებებს მომხმარებლებს, სანქციების მიღების რისკი ბევრჯერ იზრდება. ასეთი ქმედებები მიეკუთვნება "საეჭვო საქმიანობის" კატეგორიას, გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ იჩივლონ და შეტყობინონ სპამის შესახებ. უმჯობესია ახალმა პროფილებმა თავი შეიზღუდონ დღეში 20-30 შეტყობინებით და საათში გაგზავნონ არაუმეტეს ხუთი გზავნილი. ახალგაზრდა გვერდების ლიმიტი არის 40 შეტყობინება დღეში და 15 მდე საათში. ძველი პროფილებისთვის შეზღუდვაა არაუმეტეს 50 დღეში და საათში 20 მდე შეტყობინება. შეეცადეთ შეტყობინებებს შორის შეინარჩუნოთ 8-10 წუთიანი ინტერვალი. ✅Mentions გვერდის ასაკის მიუხედავად, თითოეულ დისკუსიაში შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ანგარიშის ხუთამდე ხსენება. ან კომენტარებში აღნიშნეთ ხუთამდე განსხვავებული სახელი. საერთო ჯამში, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ 20-მდე ხსენება დღეში ახალგაზრდა ანგარიშებზე, და არაუმეტეს 50-დან ძველზე. რაც შეეხება მონიშვნას stories-ებში, ერთ ამბავზე 10-მდე მომხმარებლის აღნიშვნაა შესაძლებელი. გამოქვეყნებული stories რაოდენობის ზღვარი დაახლოებით 500-ია. მოიწონეთ და გამოიწერეთ გვერდები FB-ზე https://www.facebook.com/Smm4georgia და ინსტაგრამზე https://www.instagram.com/smm4georgia/
##smm4georgia
#instagramstories
0