"შენი საყვარელი რეპერის საყვარელი რეპერი" - MF DOOM როგორც სუპერგმირი და სუპერბოროტმოქმედი

0
დანიელ დუმილე. თუ 1994 წელს დაარსებულ KMD-ს (Kausing Much Damage) არ უსმენდით, არამგონია ეს სახელი ბევრს გეუბნებოდეთ. ეს იყო უბრალოდ ნიუ-იორკელი ბავშვი, რომელმაც თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჰიპ-ჰოპ ტრიო ჩამოაყალიბა და იბრძოდა დიდ ბაზარზე მოსახვედრად.
მეორე სტუდიურ ალბომზე მუშაობისას (Black Bastards), სამწუხაროდ დანიელის ძმა ავტო-ავარიამ იმსხვერპლა, რამაც დიდი ტრავმა მიაყენა მას ფსიქოლოგიურად, მაგრამ ალბომზე მუშაობა განაგრძო და დაასრულა კიდეც. ალბომის სიმძიმის და "სიშავის" გამო ლეიბლმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და თითქოს დანიელის მუსიკალური კარიერაც დამთავრდა. არადა ამ დროს დაიწყო პროცესი, რომელიც უამრავი არტისტის ინსპირაციის წყარო გახდა - 1999 წელს შეიქმნა პერსონაჟი MF DOOM (Metal Fingers/Metal Face Doom). მისი სადებიუტო ალბომი (Operation: Doomsday) პირველივე მოსმენისას ტოვებდა შეგრძნებას, რომ იგი არ გავდა ინდუსტრიაში სხვა მოღვაწე არტისტებს.
რეკლამების ხმის "დასემპვლიდან" დაწყებული, არაკომერციული შინაარსის ტექსტებით დამთავრებული მან მყისვე დატოვა კვალი ჰიპ-ჰოპში. ფანტასტიკური ოთხეულის ანტიგმირის ინსპირაციით შექმნილი ჰიპ-ჰოპის სუპერბოროტმოქმედი საუბრობდა შიმშილზე, შავკანიანთა შევიწროებაზე, მარტოობაზე და ყველა საკითხზე, რაზეც სურვილი გაუჩნდებოდა. წარმატების მიუხედავად დანიელის არცერთი ტრეკი არ მოიცავდა კომერციულ შინაარსს. თითქოს ჟანრის სული მასში ცხოვრობდა. ხოლო 2004 წელს დანიელმა ნახა დამსახურებული წარმატება, როდესაც სახელით MF DOOM მეორე სტუდიური ალბომი გამოსცა - Madvillain
2020 წლის 31 ოქტომბერს მსოფლიომ დაკარგა MF DOOM, Zev Love X, King Geedorah, King Ghidra, Viktor Vaughn და ა.შ. გენიალური ადამიანი, რომელმაც უამრავი პერსონაჟი შექმნა და ყოველ მათგანს ინდივიდუალური ისტორია, ხასიათი, ჟღერადობა მიანიჭა. RIP MF DOOM
0