სპირო - სუნთქვას ნიშნავს, მეტრია - გაზომვას. სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის უმტკივნეულო და ეფექტური მეთოდია. ბრონქული ასთმით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული პათოლოგიით დაავადებულთათვის ეს კვლევა კარგად ნაცნობია.
სპირომეტრიისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა - სპირომეტრი.
საზოგადოდ, ფილტვების ფუნქციური კვლევა მედიცინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელია სასუნთქი სისტემის ფუნქციური უკმარისობის ტიპის დადგენა, წინასწარ განსაზღვრა იმისა, თუ სასუნთქი გზის რომელი ნაწილია ჩართული პათოლოგიურ პროცესში, როგორია მისი დაზიანების ხარისხი და სხვა.
#news #opinion #health #forhelath
Tbilisi