კრიზისის მართვა

0
ჩინური სიტყვა "კრიზისი" ორი იეროგლიფისგან შედგება- "საფრთხე" და "შესაძლებლობა" ჯონ ფ. კენედი
კაცობრიობა ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ადამიანების საბედისწერო შეცდომების გამო არაერთხელ დამდგარა კრიზისის წინაშე. კომპანიებსაც ხშირად რგებია იგივე ხვედრი - შიდა თუ გარე ფაქტორებმა ორგანიზაცია, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს. არაპროგნოზირებადი კრიზისი ლიდერებისგან მყისიერ რეაქციებს მოითხოვენ. გლობალიზაციამ ბიზნეს სამყარო კიდევ უფრო გაართულა, ამიტომ ერთ ქვეყანაში მომხდარი მოვლენა მსოფლიოს ბიზნესგარემოზეც ახდენს გავლენას. 24/7-ზე ციფრული კომუნიკაცია იმას ნიშნავს, რომ სიახლეები სწრაფად და შორს ვრცელდება. შედეგად ჩანს, კრიზისის უფრო ფართოდ გავრცელებაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ციფრული ტექნოლოგიების შექმნამდე იყი.
პასუხი კრიზისს კრიზისმა, მისი უსეწრიგო ბუნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი მხრიდან შეიძლება დაგარტყას. ტიპური კრიზისები მოიცავს ტექნოლოგიურ ჩავარდნას, გაფიცვებსა თუ თაღლითობას, უეცრად მომწოდებლის დაკარგვას... ნებისმიერი სახის კრიზისს ორგანიზაციის მოგების შემცირება და რეპუტაციის შელახვა შეუძლია. რამდენად არის შესაძლებელი კრიზისთან გამკლავება და ზარალის შეზღუდვა, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას მას სწრაფად და შესაბამისად უპასუხოს.
დაგეგმვა და გადაწყცეტილებები კრიზისის ეფექტიანად მართვა ფრთხილ დაგეგმვას გულისხმობს, კომპანია მას მშვიდად და პროფესიონალურად უნდა მიუდგეს. ეს, თავის მხრივ, მოიცავს კრიზისის პირველ რამდენიმე კრიტიკულ საათში "ვინ, რა, როდის, სად და როგორ" მიდგომის ჩამოყალიბებას. ნებისმიერი კრიზისი, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მცირე, ანგარიშგასაწევია ამიტომ კომპანიის საჯარო განაცხადი სწრაფი უნდა იყოს. კომპანიაზე საზოგადოებრივი აზრი მომხმარებლის ნდობაზე ახდენს გავლენას. კრიზისის პერიოდში ლიდერობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერი კომპანია აღიარებს, რომ თუკი კრიზისს ეფექტიანად გაუმკლავდება, ზარალს მაქსიმალურად აიცილებს და რეპუტაციაც კითხვითი ნიშნის ქვეშ არ დადგება. როგორც აშშ_ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი ამბობდა: ჩინური სიტყვა "კრიზისი" ორი იეროგლიფისგან შედგება - "საფრთხე" და "შესაძლებლობა"
კრიზისთან გამკლავება 1982 წელს Johnson&Johnson_მა კრიზისს ეფექტიანად უპასუხა, როდესაც "ტაილენოლის" ტკივილგამაყუჩებელი კაფსულები, რომლებიც ჩიკაგოში იყიდებოდა, ციანიდდამატებული აღმოჩნდა. კომპანიამ პროდუქცია ამოიღო, რეკლამა შეაჩერა და "ტაილენოლი" ახალი, სამმაგად დალუქული, ტემპერატურის მიმართ გამძლე შეფუთვით გამოუშვა. ამ სვლამ მომხმარებელი გადაარწმუნა რის შედეგადაც ნდობა შეურყევი დარჩა პროფუქციის მიმართ. კრიზისის ეფექტიანად მართვა მუდმივი პროცესია და არა მოვლენა, რომელსაც დასაწყისი და დასასრული აქვს.
#feedcgrant
Feedc
0