ავსტრიაში მოგზაურთათვის არსებობს ასეთი გამოთქმა: "არასოდეს დატოვოთ ვენა კოცნის გარეშე" — და ის გუსტავ კლიმტის მიერ 1907 წელს შექმნილ კოცნით დასათაურებულ ნამუშევარს მიემართება. მართლაც, კლიმტის ყველაზე ცნობილი ნახატის მოუნახულებლად ავსტრიის დედაქალაქში არსებული ბელვედერის მუზეუმის დატოვება ისეთივე დანაშაულია, როგორც, მაგალითად, ლუვრში მონა ლიზას არნახვა, ან თუნდაც, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამისთვის გვერდის ავლა. ამის მიზეზი ისაა, რომ ოქროსფერ ტონებში გადაწყვეტილი, სტილიზებული და ღრმა იკონოგრაფიის მქონე კოცნა დღემდე სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ სიმბოლოდ რჩება.
უნდა ითქვას, რომ კლიმტმა კოცნა შემოქმედებითი კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე დახატა — დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ვენის უნივერსიტეტის ჭერის მოხატვის შემდეგ, მისი ნამუშევრები პორნოგრაფიად შეირაცხა და კლიმტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ამ შემთხვევის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი კვლავ შეუჩერებლად განაგრძობდა ახალ-ახალი ჩანახატების შექმნას, ის გადამეტებულად თვითკრიტიკული გახდა და საკუთარ შემოქმედებით ნიჭში დაეჭვდა. ეს მისი წერილის ამონარიდიდანაც ნათლად იკითხება: "ან ზედმეტად მოხუცი ვარ, ან ზედმეტად ნერვიული, ან სულაც ზედმეტად სულელი — ფაქტია, აქ რაღაცაშია საქმე
#კლიმტი #კოცნა #მხატვრობა #ისტორია #გუსტავკლიმტი
Tbilisi