მიაძაკის 8 ანიმე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

0
ძალიან ცოტა ანიმატორსა და რეჟისორს აქვს მაყურებლისთვის ისეთი სიამოვნება და სიხარული მინიჭებული, როგორიც ჰაიაო მიაძაკის. გიბლის სტუდიის დამფუძნებელი მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მილიონობით ადამიანის ინსპირაციის წყაროა.  ლეგენდარული რეჟისორი ცოტა ხნის წინ 80 წლის გახდა და მისი ცხოვრების 8 ათწლეულის საპატივცემულოდ მის 8 აუცილებლად სანახავ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

The Great Adventure Of Horus, Prince Of The Sun

მართალია, ჰაიაო მიაძაკი არ არის ამ ანიმეს რეჟისორი, რეჟისორი იყო გიბლის თანადამფუძნებელი, ისაო ტაკაჰატა, თუმცა ეს იყო პირველი ანიმე, რომლის შექმნაშიც მიაძაკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მართალია ანიმე ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც ღირს სანახავად, რათა კარგად დავინახოთ მიაძაკის ისტორიული კარიერის პირველი ნაბიჯები.

The Castle Of Cagliostro

შეიძლება ეს ანიმე არ გავდეს გიბლის სხვა ანიმეებს, თუმცა ამ ნამუშევარში უკვე ჩანს მიაძაკის გენიალური ტალანტი.

Nausicaa Of The Valley Of The Wind

შეიძლება ითქვას მიაძაკის ნამუშევრების სახასიათო შტრიხები სათავეს ზუსტად ამ ანიმეში იღებს. ძლიერი ქალი პროტაგონისტი, კაცი თანამგზავრი, დახვეწილი ფენტეზ-სამყარო, ფრენის მაგიური სცენები და კონფლიქტი ადამიანსა და ბუნებას შორის. მართალია დროთა განმავლობაში, გიბლის სტუდიამ ეს ფორმულა სრულყოფილებამდე აიყვანა, მაგრამ ნიუსაკას გარეშე შეიძლება ეს ფორმულა საერთოდ არც არსებულიყო.

My Neighbor Totoro

თუ ჰაიაო მიაძაკი იაპონური ანიმაციის უოლტ დისნეია, მაშინ ყველასათვის ცნობილი პერსონაჟი ამ ანიმედან ნამდვილად მისი მიკი მაუსია. გიბლის სტუდია ძალიან დაკავებული იყო იმ პერიოდში, როდესაც ტოტოროს ქმნიდნენ, რადგან ამ დროს ისინი პარალელურად მუშაობნდნენ კიდევ ერთ გულისამაჩუყებელ ანიმაციაზე, “Grave of the Fireflies-ზე”. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ანიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყო, გიბლის სტუდია მათ წარმატებაზე ძალიან იყვნენ დამოკიდებული, რათა გაეგრძელებინათ არსებობა. სამი მძაფრსიუჟეტიანი ანიმეს შემდეგ მიაძაკიმ გადაიღო უფრო მშვიდი და საოჯახო ანიმე, სადაც ორი პატარა გოგონა ხვდება ტყის სულებს. პატარა გოგონებისა და მეგობრული სულების ურთიერთობა ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენებია ანიმეს ისტორიაში და ტყის საყვარელი სულები გიბლის სახედაც იქცნენ.

Princess Mononoke

ჰაიაო მიძაკი ცნობილია, იმით რომ ის ქმნის ფილმებს მეტწილად ბავშვებისთვის, თუმცა უფრო “ზრდასრული” პრინცესა მონონოკე შეიძლება მივიჩნიოთ მის ყველაზე დიდ შედევრადაც. მიაძაკის სხვა ანიმეების მსგავსად, აქაც ვხედავთ ნაცნობ სიუჟეტურ სტრუქტურას, თუმცა მონონოკეში ბევრად უფრო რეალისტურ მიდგომას იყენებს.

Spirited Away

იქამდე სანამ Demon Slayer-ის ფილმი წაართმევდა პირველ ადგილს, Spirited Away მრავალი წლის განმავლობაში იყო ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ანიმე იაპონური ანიმეების ისტორიაში. მიაძაკის უამრავი თაყვანისმცელისთვის Spirited Away იყო ანიმე, რომელმაც მათ გიბლის შემოქმედება გააცნო. ეს ანიმე ასევე გახდა ოსკარის გამარჯვებული საუკეთესო ანიმაციის კატეგორიაში. ეს არის ანიმე, რომელსაც დაუსრულებლად შეგიძლიათ უყუროთ.

Howl’s Moving Castle

ეს ანიმე შეიძლება ბევრის საყვარელი ანიმეების სიაში ვერ მოხვდეს, თუმცა როდესაც თვითონ მიაძაკი აღიარებს მას, როგორც მის ყველაზე საყვარელ ნამუშევრად, რთულია ამას გვერდი ავუაროთ.  თავდაპირველად მიაძაკი საერთოდაც არ იყო გათვალისწინებული ამ ანიმეს რეჟისორად, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ მას მოუწია ჰოულის მოსიარულე სასახლეზე მუშაობა და მან მთელი სული და გული ჩადო ამ ანიმეში, და გვაჩუქა Spirited Away-ის ღირსეული გამგრძელებელი. მართალია ბავშვები ძალიან გაერთობიან ამ ანიმეთი, როგორც სხვა კლასიკური ანიმეებით, თუმცა ზრდასრულებისთვისაც შეიძლება კიდევ უფრო სასიამოვნო საყურებელი იყოს, რადგან ეს არის ანიმე ზრდასრულებისთვის, რომლებსაც არ მოსწონთ ზრდასრულობა.

The Wind Rises

The Wind Rises უნდა ყოფილიყო მიაძაკის გამოსამშვიდობებელი ანიმე, თუმცა ის ამჟამად კიდევ ერთ ანიმეზე მუშაობს, რომლის სახელია “How Do You Live?”. თუმცა The Wind Rises მისი შემოქმედების გენიალური ფინალი იქნებოდა.  მიაძაკიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა გასაოცარი სამყაროების შექმნას ანიმეებში, თუმცა ყველასათვის ცნობილია მისი ფრენისადმი სიყვარულისა და ვნების შესახებ. ეს ანიმეც მის ამ გატაცებას ეძღვნება. ეს ულამაზესი ანიმე ნათლად გვანახებ, რომ ასაკის მიუხედავად მიაძაკის შემოქმედება ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ყოველთვის.
#anime
#animechimp
#ghibli
#miyazaki
#spiritedaway
0