მერაბ კოსტავას ღირსეული საქციელი, რომელიც მდევრებთან მიმართებაში გამოავლინა!

0
შევარდნაძის კომუნისტური მმართველობისა და ახალი რეპრესიების ხანის დასაწყისი იყო, საქმეზე ჩამოვედი ქუთაისიდან. სანაპიროზე მაშინ სახინკლეები იშვიათობა იყო, მერაბს ვახლდი, მთელი დღე დავდიოდით საბეჭდი მანქანის შესაკეთებლად. მასზე იბეჭდებოდა „მოამბე“, „ოქროს საწმისი“, რამდენიმე ადგილას მივედით, ყველგან უარით გამოგვისტუმრეს. ბოლოს სახინკლესთან გავჩერდით. მერაბმა აიღო ერთი ლანგარი და მიდის სადღაც, თვალი გავაყოლეთ – ვხედავთ, ერთ-ერთ მანქანასთან მივიდა და ეუბნება: „ძმებო, მთელი დღეა დამდევთ, ჩემსავით მშივრები ხართ და მიირთვით“ თურმე უშიშროების ხალხი იყო
0