,,არც სახლი მაქვს ნორმალური და არც შემოსავალი, უბრალოდ ჩემზე გაჭირვებულებს ვეხმარები’’...

1
სულ რაღაც ორი დღის წინ, Facebook_ზე, გადავაწყდი ვინმე , , Qvelmoqmedeba Qvelmoqmedeba”_ ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას. (ასე იპოვით სოციალურ ქსელში) ხალხს გაჭირვებულთა დასახმარებლად გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა. იმდენად ემოციური იყო, გვერდი ვერ ჩავუარე-პირად შეტყობინებაში სრულიად უცხო პირთან დაკავშირება ვცადე და პასუხმაც არ დააყოვნა. გაირკვა, რომ ყველაფრის მიღმა 27 წლის მურიკო ქოქაშვილი დგას.
მურიკო ქარელში, სოფლად, მრავალშვილიან ოჯახში, დედასთან და ორ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობს. ვთხოვე ჩემთვის გაემხილა, თუ რატომაა ასე აქტიურად ჩაბმული ქველმოქმედებაში, მან კი მიპასუხა, რომ ეს მხოლოდ მისი შინაგანი მოწოდება და კეთილი ნების გამოხატულებაა, თუმცა მისი საუბრიდან დავასკვენი, რომ არც თავად ულხის: _ , , ვცხოვრობ მრავალშვილიან ოჯახში. არც სახლი მაქვს ნორმალური და არც შემოსავალი, მაგრამ ვისაც ჩემზე მეტად უჭირს, იმათ შეძლებისდაგვარად ვეხმარები. მე რაც მაქვს, იმისთვისაც მადლობელი ვარ. ვშრომობ ფიზიკურად და ლუკმა პური არ გვიჭირს ოჯახში.’’ სად მუშაობთ, რით ახერხებთ ოჯახის რჩენას და ამის პარალელურად, სხვებზე ზრუნვას, ეს ხომ არც თუ ისე მარტივია? _ , , როგორც გითხარით, სტაბილური შემოსავალი არ მაქვს. როგორც ხელსაქმე გამომიჩნდება, ისე ვმუშაობ, ამის გამო, ვერ ვახერხებ ბევრის დახმარებას. მხოლოდ ჩემი ძალებით ვერ ვუმკლავდები ამ ყველაფერს და ამიტომაც გადავწყვიტე, სოციალური ქსელი შემექმნა, რომლის საშუალებითაც ბევრისთვის მეთქვა, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ისეთი ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც დღეს გაუსაძლისად უჭირთ. ასეთების რაოდენობა კი ქვეყანაში, სამწუხაროდ, დიდია.“ მესმის თქვენი, მაგრამ ალბათ, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც არასანდო პირად აღგიქვამენ. როგორ რეაგირებთ ამაზე? _ , , დიახ, არიან... ხალხისგან გულგრილობას ვაწყდები. ნდობას ცოტა მიცხადებს და ეს ძალიან მწყინს. ყველაფერს იმას ვაბრალებ, რომ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა გამოვჩნდი, მაგრამ ზოგი მხარს მიჭერს. იმ თანხის 5 პროცენტს, რომელსაც ხალხს ვახმარ, უცხო პირების მიერაა გამოგზავნილი. მერე ამას ჩემს პატარა დანაზოგს ვუმატებ და ასე. მე მხოლოდ ფულს არ ვითხოვ, უბრალოდ, მათ ვთხოვე ჩემი პოსტის გაზიარება საკუთარ კედელზე, რომ ბევრმა ნახოს და შემომიერთდეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მისი თქმით, ახლა ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ბედი აღელვებს, რომელსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება და ფიქრობს, რით შეიძლება მათ გაუწიოს დახმარება. -, , ხომ ხედავთ, რა დღეშია ხალხი, რა დღეშია ქვეყანა, ერთმანეთს თუ დავეხმარებით, თუნდაც მცირედით, ყველაფერი უკეთესად იქნება. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან და სრულიად უანგაროდ გავცე რაიმე სასარგებლო გაჭირვებულებისათვის, იქნება ეს საკვები, ფულადი დანაზოგი თუ სხვა.“ _ ამბობს მურიკო. განცვიფრებულმა ვუთხარი, იცი, რამდენი გაჭირვებული მეგულება წალენჯიხაში-მეთქი?! ჩაფიქრდა და მითხრა, იქაც ჩამოვალო. როგორც ამბობს, საკუთარი მანქანა არ ჰყავს და დანაზოგით ტაქსი აჰყავს ხოლმე, რომ ჩააკითხოს გაჭირვებულებს. დამპირდა, რომ როგორც კი თანხას შეაგროვებს, აქაც გვეახლება. საუბრის დასასრულს მთხოვა თქვენთვის გამეზიარებინა მისი საკონტაქტო ინფორმაცია:👇🏻 ტელ: 599 422 561 და თიბისი ბანკის საბანკო რეკვიზიტი: GE33TB7430745061100094 P.S ამ სტატიის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება გახლავთ ამ კეთილი ადამიანის საქმიანობის შესახებ. სხვა დანარჩენი თქვენთვის მომინდია.
1