0
#BMG
#Feedc
-ის შესახებ... Feedc–ი ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სოციალური ქსელია, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაა. სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, უკვე არსებული სოციალური ქსელებისგან გასხვავებით, არამხოლოდ მისი მეგობრები, არამედ ის ადამიანებიც ნახავენ, რომლებიც პოსტის გამოქვეყნების დროს 5 კილომეტრის რადიუსში იმყოფებიან. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი ნიკო კვარაცხელია ამბობს, სოციალური ქსელი ყოველდღიურად ვითარდება და მას ახალი შესაძლებლობები ემატება. ამასთან, Feedc-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოიწონონ, ან არ მოიწონონ ესა თუ ის პოსტი. პოსტი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, ქვეყნის ყველაზე საინტერესო სიახლეებშიც აღმოჩნდება. "Feedc-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად გააზიაროთ და მიიღოთ ინფორმაცია. იმით განსხვავდება სხვა სოციალური ქსელებისგან, რომ Feedc-ზე რასაც დაპოსტავთ, პოსტს ხედავს ყველა, ვინც თქვენს ქალაქშია. ყველა ქალაქს, სოფელს და ქვეყანას აქვს თავისი ე.წ "ფიდი", სადაც ამ ლოკაციაზე მიმდინარე ყველაზე საინტერესო ამბები ხვდება. ყველაზე მთავარი "ფიდი" არის მსოფლიო, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ყველაზე საინტერესო და საუკეთესო პოსტები შეგიძლიათ ნახოთ", - აღნიშნავს ნიკო კვარაცხელია.
0