სად იქნება პირბადის გარეშე გადაადგილება დასჯადი

0
პირბადის გარეშე გადაადგილების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე დაწესდა. მის გარეშე მოძროაბა რამდენიმე შემთხვევაში დასჯადი გახდა: თუ თქვენ პირბადის ტარების წესებს დაარღვევთ დახურულ სივრცეში, დაჯარიმდებით 20 ლარით. იურიდიულ პირებზე ეს ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. კანონპროექტი ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, იქნება ეს ტაქსი თუ მეტრო. პირბადის გარეშე მგზავრობა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. სანქციები 15 ივლისამდე მაინც იმოქმედებს.
#პირბადე
#ჯარიმა
#პანდემია
#ბათუმი
#batumidaily
0