ვახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

0
ვახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა „გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს, ყოველთვის ჯანმრთელები დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში. მეხანძრე-მაშველი არის ნომერი ერთი, რომელსაც ყველა მოქალაქე პატივს სცემს, ყველას უყვარს. ძნელია, მესმის, რთულია, ჩვენც ძალიან განვიცდით, პირდაპირ, გულით მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ღონისძიებაზე ბატონი თემური ინფორმაციას მაწვდის, ფოტოებით, რა მდგომარეობაც არის და მე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერს ვაყენებ საქმის კურსში. როცა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვთქვათ, დიდი ხანძარია, ან მყვინთავები სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობენ ყველა განვიცდით და როცა დამთავრდება, ნამდვილად ბედნიერები ვართ. ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. მართლა გულით გეუბნებით, ერთ-ერთი საამაყო, წარმატებული სამსახურია. როდესაც გადავარჩენთ ვინმეს, ამაყი დავდივარ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე. მეხანძრემაშველიგმირია
0