აშშ-ში არსებული უმუშევრობის ახალი მონაცემები

0
შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ კვირას, 1, 5 მლნ-მა ადამიანმა მოითხოვა უმუშევართათვის დაწესებული შეღავათების მიღება. მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანს შეაქვს განაცხადი უმუშევრად დარჩენის თაობაზე და პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აშშ-ში უკვე 40 მლნ-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სხვა თვეებთან შედარებით, მაისში არსებული ვითარება შედარებით გაუმჯობესდა და კომპანიებმა ხელახლა დაიწყეს თანამშრომლების დაქირავება მას შემდეგ, რაც ზოგიერთ შტატში დაწესებული მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
news
USA
jobless
employee
crisis
headline
0