ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაფრთხილებით, აფრიკის კონტინენტზე, რომელიც COVID-19-ით ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, კორონავირუსული პანდემიამ თანდათან აქტიურდება და ძლიერდება.
WHO-ს აფრიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მათშიდისო მოეტის განცხადებით, ეპიდაფეთქება დაახლოებით 10 ქვეყანაში განხორციელდა, რომელიც სრულაიდ კონტინენტზე 200 000 დადასტურებული შემთხვევის 2/3-ს წარმოადგენს. ამ კუთხით ყველაზე ნაკლებად ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დაზარალდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, კონტინენტზე COVID-19-ის შემთხვევების უმეტესობა, სახელმწიფოთა დედაქალაქების და დიდი ქალაქების ტერიტორიებზე არის კონცენტრირებული.
ამ ეტაპზე კონტინენტის უმთავრეს პრობლემას საჭირო რაოდენობის აღჭურვილობისა და ტესტების არქონა წარმოადგენს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
coronavirus
pandemic
Africa
epidemic
headline